ნინო წილოსანი: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ალბათ ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ

“საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა,”- ამის შესახებ,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის უარზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ და ეშინიათ იმ პასუხების, რომელზე პასუხის გაცემაც მოუწევთ.

” ეს არის ერთი ნაწილი იმ დანაშაულის, რომელიც ამ ბატონებმა ჩაიდინეს. თუმცა, მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – თავად არგამოცხადების შინაარსია. მათ ალბათ, ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ და ეშინიათ იმ პასუხების, რომლის გაცემაც მოუწევთ. ვინც კი ადევნებს თვალ-ყურს საგამოძიებო კომისიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რა სიბინძურეები ამოიყარა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით. სამწუხაროდ, “ლელოს” ლიდერების მონაწილეობა ამ პროცესებში არაერთხელ, გაკვრით თუ გარკვეული კონკრეტიკით ყოფილა დადასტურებული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები