დანიის პრემიერ-მინისტრი: ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ანხორციელებს გრენლანდიაზე

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი ამბობს, რომ აშშ გრენლანდიასა და დანიაზე გრენლანდიაში დაგეგმილი შეხვედრით “მიუღებელ ზეწოლას” ცდილობს.

როგორც უცხოური მედია წერს, დანიის პრემიერის შეშფოთებას მიმდინარე კვირაში, აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციის ავტონომიურ ტერიტორიაზე ვიზიტი იწვევს.

“ცხადია, რომ ეს არ არის ვიზიტი იმის შესახებ, თუ რა სურს ან სჭირდება გრენლანდიას. ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ ეს ამ სიტუაციაში მიუღებელი ზეწოლაა გრენლანდიასა და დანიაზე. ჩვენ ამ ზეწოლას წინააღმდეგობას გავუწევთ.

პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. მას გრენლანდია სურს. შესაბამისად, ვიზიტი სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ აღიქმება”,- – თქვა ფრედერიკსენმა.

ამასთან, გრენლანდიის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, მუტე ეგედემ ვიზიტი “პროვოკაციად” მოიხსენია, რადგან ის მთავრობის კოალიციის მოლაპარაკებებსა და შემდეგ კვირაში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ემთხვევა.

ეგედემ დანიის მოკავშირეების აშშ-ს წინააღმდეგ გრენლანდიის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები