“მადლობა ღმერთს, ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის” – მეუფე შიო

“მადლობა ღმერთს, ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებასა და გამტკიცებისთვის”, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონში საზეიმო პარაკლისის დროს ისაუბრა.

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. ამისთვის გვმართებს ძვირფასო, დებო და ძმებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იღვწოდა და იბრძოდა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები