სასტუმრო „ამპელო“ – კორპორაციული ჯავშნები სასტუმროზე იზრდება

კახეთში, კარდენახში მდებარე სასტუმრო „ამპელოს“ წარმომადგენელი თამარ პაიჭაძის ინფორმაციით, 2025 წელს, სასტუმროში, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ვიზიტორთა ჯავშნები იზრდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროში გაზრდილია კორპორაციული ჯავშნებიც.

„სასტუმრო ,,ამპელოში” წელს, გაზაფხულზე უკვე მოგვემატა ჯავშნები, ასევე გაიზარდა კორპორაციული დაკვეთები, მოთხოვნა არის კორპორაციულ ჯგუფებზე. შარშანდელი შემოდგომა არ იყო კარგი, ეს ეტყობოდა როგორც საერთაშორისო ტურისტულ ნაკადს, ასევე ადგილობრივს, მაგრამ წელს, გაზაფხულზე უკვე კარგი შედეგები გვაქვს“, – აცხადებს თამარ პაიჭაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები