ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ემანუელ მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ საფრანგეთს ეწვევა და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მაკრონი ზელენსკის 26 მარტის საღამოს მიიღებს, უსაფრთხოების სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც 27 მარტს გაიმართება.

„სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებასა და გაძლიერებას მთავარ პრიორიტეტად აქცევს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 მარტს მაკრონმა განაცხადა, რომ ზელენსკის მონაწილეობით 27 მარტს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „მოხალისეთა კოალიციის“ სამიტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები