მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება, პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე
“მათ არა თუ ლიდერი არ ჰყავთ, მათ იდეა არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება, პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე”, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი ასევე, თბილისში ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის სტუმრობის ფაქტს გამოეხმაურა.
„რეიტინგი არის ნული, რომელიღაც ჩინოვნიკი, „დიფ სთეითის“ კონკრეტული სახე, რუპორი გამოვა, რაღაცას იტყვის – იქნება ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან თუ სკანდინავიური ქვეყნებიდან, არ ვიცი, ძირითადად ევროპული ბიუროკრატია აქტიურობს ახლა ამ ეტაპზე. მათ მიაჩნიათ, რომ ისევ გულის ცემა მიეცემა მათ საქმიანობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ილუზორული მოცემულობა. მათივე ილუზორულ სამყაროში ცხოვრობენ.
მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წარუმატებლობის მიზეზებს ერთმანეთში ეძებენ.
„როდესაც წარუმატებლობას აღწევ, პირველი რასაც აკეთებ, ერთმანეთში ეძებ, დამნაშავე ვინ არის. ვისი ბრალია, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ხდება ის, რაც დღეს არის ჩვენი საზოგადოების თვალწინ, ასე ხელისგულზე მოცემული რადიკალური ოპოზიციის ქცევაში. მათ არა თუ, ლიდერი არ ჰყავთ, მათ იდეა არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.