„სხვა საქართველო სად არის…“ – აშშ-ს სადღესასწაულო მილოცვა (ვიდეო)
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართველ ხალხს სადღესასწაულო მილოცვა მოუმზადა. ვიდეო Youtube-ზე დღეს დაიდო. საელჩოს თანამშრომლები საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალ წელს კეთილი სურვილებით და ლექსით ქართულ ენაზე ულოცავენ.