გიორგი ვაშაძე: სასჯელაღსრულების სამინისტრო რიგ საკითხებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან ათანხმებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება არათუ არ გამოსწორდა, არამედ გაუარესდა. მისივე თქმით, ციხეებში ვითარებას ადმინისტრაცია ვერ აკონტროლებს. „სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება და გვაინტერესებს, რა ხდება კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ პრობლემები, რომელიც იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არ გამოსწორებულა და ამას დაემატა კრიმინალური ავტორიტეტების პრობლემა, რომლებიც მართავენ დღეს ციხეებს და, როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების სამინისტრო მათთან ათანხმებს საკითხებს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.