კატეგორია

შემთხვევა

შემთხვევა

მაშველებმა მდინარე რიონში 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა 12 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე რიონში აღმოაჩინეს - ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურიდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ 12 წლის მოზარდი ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს…

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. როგორც „კვირას“ ზაზა ჩაჩანიძის მეუღლემ ქეთევან ლომიძემ განუცხადა, იგი აღელვებულია და კომენტარისგან თავს იკავებს. მომხდარის შესახებ არაფერი იცის ბორჯომის…

სამტრედიაში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

4 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთი შედეგით დასრულდა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამტრედიის ავტობანზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი…

რუსთავში მეზობელმა 44 წლის მამაკაცი მოკლა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე წუხელ, დაახლოებით 3 საათზე მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. მეზობლების ინფორმაციით, გუშინ საღამოს, თევზაობის შემდეგ, მამაკაცები ე.წ. "ბესედკაში"…

ანანურში კლდის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონა გარდაიცვალა

ანანურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვი რამდენიმე წუთის წინ მცხეთის ჯეო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ინტორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 10 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს,…

ვარკეთილში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა

ვარკეთილში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი მგზავრი. სამი მათგანი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი იქვე მდებარე რეფერალურ საავადმყოფოში. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება…

სოფელ ხადორის წყალსაცავში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი იყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორის წყალსაცავში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილი 25 წლის გიორგი მშვენიერაძეა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფეისბუქის…

ახმეტაში მამაკაცი ფოტოს გადაღებისას წყალსაცავში ჩავარდა და დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, წყალსაცავში 25 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ფოტოს იღებდა, რა დროსაც…

წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

სამეგრელოში, კერძოდ, კი წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წალენჯიხიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ტრაილერი “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა,…

გურიაში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა

გურიაში, ჩოხატაურში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. შემთხვევა სოფელ გოგოლესუბანში გუშინ ღამით მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, ცოლმა ქმარი ყოფით თემაზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დაჭრა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე…