წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

სამეგრელოში, კერძოდ, კი წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წალენჯიხიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ტრაილერი “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები