სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 90 წლამდე ქალს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.