გოგი მეშველიანი მშობლიურ სკოლას სტუმრობდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან ერთად, მშობლიურ სკოლას სტუმრობდა, სადაც საოცრად ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

პარლამენტის წევრმა პირადად გაიცნო ქ. ბოლნისის ს.ს. ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „ნორჩი ნატურალისტები“-ს წევრები , რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელთან, თინათინ ფრუიძესთან და სკოლის დირექტორთან ირმა წაქაძესთან ერთად, მიმდინარე წლის 26-28 მაისს საქართველო წარადგინეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე – ვარშავის სამეცნიერო პიკნიკზე.

ახალგაზრდებმა სტუმრებს სამეცნიერო თავგადასავალზე საკუთარი ემოციები გაუზიარეს, მასტერკლასიც ჩაუტარეს და ცოტა ხნით, უკან სკოლაში, ქიმიის გაკვეთილზე დააბრუნეს.

„მიხარია, რომ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები პირადად გავიცანი. მინდა, კიდევ ბევრი წარმატება ვუსურვო თითოეულს. ჩვენ, კი ჩვენი მხრივ, მუდამ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მომავალ თაობას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლობით კონკურსის საფუძველზე შეირჩა ახალგაზრდა მკვლევართა სამი კლუბი. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით პირველი ადგილი დაიმსახურეს ჩვენმა ახალგაზრდებმა და მათმა ხელმძღვანელმა.

პროექტით „ნაცარტუტა-სარეცხი საშუალება“, რომლის ამსახველი ვიდეო ნაჩვენები იყო კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმზე, ვარშავაში 17-18 ნოემბერს.

მკვლევართა კლუბში „ნორჩი ნატურალისტი“ გაწევრიანებულია XI კლასის 8 მოსწავლე. ისინი სასწავლო წლის დასაწყისიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ორ პროექტში, საიდანაც მხოლოდ ერთის წარდგენის საშუალება მიეცათ აღნიშნულ კონკურსში, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა, როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეებს, აგრეთვე ბოლნისსა და საქართველოს.

„ნორჩი ნატურალისტები“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით 2023 წლის მაისში გამართულ 25-ე სამეცნიერო პიკნიკზე, მაჟორიტარის, გოგი მეშველიანის თანადგომითა და მერიის მხარდაჭერით ღირსეულად წარდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები