ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
ყაზბეგში სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. მომხდარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა.