ოზურგეთში ავარიას 60 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. მსუბუქი ავტომობილი 60 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც “რეგიონულ კვირას” თვითმხილველები უყვებიან, გარდაცვლილი ქალაქში მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276ე მუხლის მე-6 მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები