ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა,რამდენიმე საათის წინ ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები