რაჭაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა

რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 4  დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთერთი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთი პირი, მეორე კი დაშავდა.

დაზიანებები აღენიშნებათ სხვა ავტომობილების მგზავრებს, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები