ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ალავერდისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა და 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანაში მყოფი დანარჩენი 2 მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.