თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადავარდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.