რუსეთში საქართველოს მოქალაქე მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს
რუსეთში, "შერემეტოვოს" აეროპორტში საქართველოს მოქალაქე მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს.
ის რუსეთში ჩინეთის მკვიდრის შესვლისთვის მესაზღვრეს ქრთამს აძლევდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს.…