სააპელაციო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულებიდან 3 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს დაკავებულთაგან სამი პირი: იოსებ თხელიძე, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი ხვადაგიანი სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიიღო.

სხდომაზე ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, რომ ურჩევნია, დარჩენილი 6 დღე პატიმრობაში გაატაროს, ვიდრე გათავისუფლების ფურცელზე ლევან მურუსიძის გვარი ეწეროს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია ადმინისტაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან, 21 ივნისს ადმინისტრაციული პატიმრობა 121 პირს შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები