ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-მახინჯაურის მონაკვეთზე – დაშავებულია 50 წლამდე მამაკაცი

ბათუმი-მახინჯაურის მონაკვეთზე ერთმანეთს მოპედი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები