ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში (ვიდეო)

რუსთავში, რესტორან “მარაბდას” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შემთხვევის შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ვიდეო: ინფო რუსთავი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები