“ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია იმიტომ, რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ” – გორდულაძე

“ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია იმიტომ, რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა.

„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციას არ ცნობდა და ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან საქართველო სად მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ.

როდესაც, 5 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს 4-ჯერ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლა და 14 წლის განმავლობაში 10-ჯერ სხვადასხვა ტიპის არჩევნების გზით გარემართველობის დამყარება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ იმ 10 რეზოლუციით, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის მიღებული“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები