შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიცის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ ტეროტორიაზე დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს. ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“ 500 გრამამდე ნარკოტიკული საშალება, სავარაუდოდ, „კოკაინი“ აღმოაჩინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები