გიორგი ფანგანი: გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე – მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი გუშინ ჩატარებულ ენერგეტიკოსთა მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. პომპეზურად გამოაცხადეს ეს ის ხალხია, ვისი წყალობითაც გვაქვს შუქიო.

მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა! საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო“, – წერს გიორგი ფანგანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები