სალომე ზურაბიშვილი: მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაგდებურგში მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა საშინელი შეტევაა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები