საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი იმ ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ამ არჩევნებმა ჩააგდო საქართველო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.