ვაშინგტონში, ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო,ვიდეო)

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ძლიერი ქარის გამო, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, – ამის შესახებ “სიენენი” იუწყება.

გამოცემის ცნობით, ქარიშხალმა ამოძირკვა ხეები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მანქანები. 600 000-ზე მეტ აბონენტს შეუწყდა ელექტროენერგია. შტატის ნაწილში შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარი ჩრდილოეთ კალიფორნიის მიმართულებით გადაინაცვლებს, სადაც სტიქიას უხვი ნალექიც დაემატება.

ქარიშხლის სისტემა, რომელიც ფიქსირდება სამშაბათიდან, განიხილება “b omb ციკლონად “, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ციკლონი სწრაფად ძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები