ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზისუბანში – ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.