მაია ბითაძე – ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ: იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს ფასების კლების პროცესზე
“იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს ფასების კლების პროცესზე,”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება ის კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომისიას, რომ დადოს დასკვნა, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს ფასების კლების პროცესზე. თუმცა, ამ პროცესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის”, – განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.