თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდ დიღომში, ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2500 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია დაიწვა

დამწვარია საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები