ირანში, საპროტესტო აქციებზე, მანსურე ჰეიდარი და მისი მეუღლე, ბეჰრუზ მანსური მოკლეს

ირანში, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, წყვილი — მანსურე ჰეიდარი და მისი მეუღლე ბეჰრუზ მანსური — უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

შესაბამის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Hengaw ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჰეიდარი, რომელიც Social Security Hospital-ში ექთანი იყო, და მისი მეუღლე საპროტესტო მარშში მონაწილეობდნენ 2026 წლის 8 იანვარს, ბუშერში, როდესაც სამთავრობო ძალებმა პირდაპირი სროლა დაიწყეს შეკრებილი ადამიანების მიმართულებით. ისინი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

მედიის ცნობით, ირანში, უსაფრთხოების ძალების რეპრესიების შედეგად დაღუპულთა შორის არიან როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტები, ისე რიგითი მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები