თეთრი სახლის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თუ ირანის ხელისუფლება ამ კვირაში ანტისამთავრობო მომიტინგეების სიკვდილით დასჯას დაიწყებს, „ძალიან მკაცრ ზომებს“ მიიღებს,- ამის შესახებ CBS News-ი წერს.
“თუ ისინი მსგავს რამეს გააკეთებენ, ჩვენც ძალიან ძლიერ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციების დროს დაღუპული საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპისვე განცხადებით, ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრას გააუქმებს მანამ, სანამ მკვლელობები არ შეწყდება.