“2025 წელს ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდა 552 ვიდეოკამერა, მათ შორის – 86 ნომრის ამომცნობი და 466 ზოგადი ხედვის კამერა” – “112 საქართველო”

“2025 წელს ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდა 552 ვიდეოკამერა, მათ შორის – 86 ნომრის ამომცნობი და 466 ზოგადი ხედვის კამერა”, – ამის შესახებ “112 საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

მათივე ცნობით, სულ საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებულია 8886 ვიდეოკამერა.

“საზოგადოებრივი და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიზნით, 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდა 552 ვიდეოკამერა, მათ შორის – 86 ნომრის ამომცნობი და 466 ზოგადი ხედვის კამერა.

სულ საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებულია 8886 ვიდეოკამერა, მათ შორის 2515 ნომრის ამომცნობი და 6371 ზოგადი ხედვის კამერა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები