ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები G20-ის სამიტზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიიოევს მომავალ წელს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვევს.

“შეერთებული შტატები მომავალ წელს დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს და ჩვენ ორივე ლიდერს მოვუწოდებთ სტუმრების რანგში შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება”,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

როგორც მედია აღნიშნავს, მიწვევა ხაზს უსვამს ვაშინგტონის მზარდ ყურადღებას ცენტრალურ აზიაზე, ხაზს უსვამს სამშვიდობო ინიციატივებს, კონფლიქტების მოგვარებას და გაფართოებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას სტრატეგიული მინერალებით მდიდარ რეგიონში.

ამასთან, უზბეკეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ტრამპი მათ ქვეყნებში ვიზიტით მიიწვიეს.

უცხოური მედიის ცნობით, ვაშინგტონი მიზნად ისახავს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას და ვაჭრობის გაფართოებას ცენტრალურ აზიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები