ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – დაშავდა ქვეითიც

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი, 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამოყირავდა, მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები