მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროცესს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან ერთად  გაეცნო.

„არსებული გზა წყალმომარაგება-წყალარინების მიმდინარე პროექტის განხორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები