Greenpeace: რუსები დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ელექტროგადამცემ ხაზს აშენებენ და „გაზპრომის“ ატომური ელექტროსადგურის ამუშავებას გეგმავენ

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინული მედია საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაცია „გრინპის უკრაინაზე“ დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, აღნიშნული პოტენციურად შესაძლებელს გახდის ჩამორთმეული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავებას.

„Greenpeace-ის დისტანციური ზონდირების თანამგზავრულმა ანალიზმა გამოავლინა რუსული ინჟინერიის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის (ZNPP) მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში. ელექტროქსელის ხაზის მშენებლობის ვიზუალური იდენტიფიკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის, „როსატომის“ მიერ ZNPP-ში ბირთვული რეაქტორების გადატვირთვის გეგმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, 2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით, მშენებლობა მიმდინარეობს და სულ დამონტაჟებულია 90 კმ სიგრძის ხაზი და ანძები. უახლესი ფოტოები აჩვენებს, რომ 2025 წლის 11-22 მაისს, დონეცკის ოლქში, ტოპოლინეს აღმოსავლეთით, მარიუპოლის ჩრდილოეთით, 15 ანძა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი აშენდა. კალჩიცკის წყალსაცავზე მშენებლობა, სავარაუდოდ, 2025 წლის მაისის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები