კელოგი: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შესაძლოა ჟენევაში გაიმართოს

epa08688944 Keith Kellogg, National Security Advisor to Vice President Mike Pence and retired Lieutenant General in the United States Army, speaks about former coronavirus task force member Olivia Troye at a press briefing in the Brady Press Briefing Room of the White House in Washington, DC, USA, 22 September 2020. EPA-EFE/SARAH SILBIGER / POOL

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა ჟენევაში გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, აღნიშნული განცხადება კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.

„საჭიროა რუსებზე მუდმივი ზეწოლა, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ…“ – ხაზგასმით აღნიშნა კელოგმა.

მისი თქმით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, „რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი შეიმუშავებენ ე.წ. მემორანდუმს“ – დოკუმენტს, რომელიც ასახავს მათ ხედვას მშვიდობის მიღწევის შესახებ. უკრაინამ უკვე წარადგინა მშვიდობის პირობების საკუთარი ვერსია.

კელოგი მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი ორივე მხარის წინადადებების განხილვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.

„და კიდევ ერთი შეხვედრა, სავარაუდოდ, ჟენევაში გაიმართება“, – თქვა მან.

როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად აშშ იმედოვნებდა, რომ შეხვედრა ვატიკანში გაიმართებოდა, მაგრამ „რუსებს ვატიკანში წასვლა არ სურდათ“.

„ამიტომ, ვფიქრობ, ჟენევა შეიძლება იყოს შემდეგი გაჩერება, სადაც სამივე მთავარი ლიდერი – პრეზიდენტი [ტრამპი], პუტინი და ზელენსკი – შეხვდებიან, ამ საკითხზე შეთანხმდებიან და ამ ომის დასრულების რაიმე სახის დოკუმენტს მოაწერენ ხელს“, – დასძინა კელოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები