ევროპის საბჭომ, „ევროპის უსაფრთხოების ქმედებები“ (SAFE) – ინსტრუმენტის შექმნის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ეს არის ევროკავშირის ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ ინვესტიციების განხორციელება თავდაცვის ინდუსტრიულ წარმოებაში ზოგადი შესყიდვების გზით.
წევრი ქვეყნების გარდა, სხვა სახელმწიფოებმაც შეიძლება მიიღონ თანხა. ინიციატივაში უკრაინაც ჩაერთვება. უკრაინის თავდაცვის საწარმოებს პროგრამაზე წვდომა ექნებათ ევროკავშირის სახელმწიფოებთან თანაბარი პირობებით – მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის ერთობლივ შესყიდვებსა და მიწოდებაში.
თანხა გამოყენებული იქნება საბრძოლო მასალის, რაკეტების, საარტილერიო სისტემების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, დრონების წარმოებისთვის, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებისთვის. პროდუქციის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს წარმოებული.
როგორც მედია აღნიშნავს, გადაიარაღების პროგრამის საერთო ღირებულებამ, შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს მიაღწიოს.