დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა
დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
,,დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევამ სურმავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ქალაქის ცენტრში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტით დასრულდა”,- წერია ინფორმაციაში.