ხულოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

ხულოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

,,ღონისძიების ფარგლებში, ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს ფეხბურთში, მკლავჭიდში, კალათბურთსა და ნარდში.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 17:10 საათზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები