ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ლაბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესვე, კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.