ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ზურაბობა” აღინიშნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ზურაბობა” აღინიშნა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით,
ღონისძიება სოფელ გორგაძეებში – ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

,,გაიხსენეს პოეტის შემოქმედება, მოისმინეს ზურაბ გორგილაძის მიერ წაკითხული ლექსები, რომელიც ოქროს ფონდშია დაცული, მეგობრებმა წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა „ახალგაზრდა შემოქმედთა მხარდამჭერი ლიტერატურული კონკურსის” 4 გამარჯვებული. მათ შესაბამისი სტიპენდია დაენიშნათ.

ზურაბ გორგილაძის სახელობის კონკურსი წელს პირველად აჭარის კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ერთობლივად ჩატარდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები