ნინო ლაცაბიძე: ვულოცავ ჩემს ქვეყანას ყველაზე მთავარ ეროვნულ დღეს – დღეს რუსთავიც აღვნიშნავთ 26 მაისს, ველოდებით ყველას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს ვანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თითოეული ქართველისთვის
,,ვულოცავ ჩემს ქვეყანას ყველაზე მთავარ ეროვნულ დღეს, დღევანდელი დღე არის სიამაყის დღე თითოეული ქართველისთვის”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, 26 მაისი, დღეს რუსთავშიც აღინიშნება.
„ვულოცავ ჩემს ქვეყანას ყველაზე მთავარ ეროვნულ დღეს. დღევანდელი დღე არის სიამაყის დღე თითოეული ქართველისთვის. ეს დღე გვაერთიანებს ყველას. საზეიმო განწყობაა თითოეულ ქალაქში. დღეს რუსთავიც აღვნიშნავთ 26 მაისს. ველოდებით ყველას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს ვანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თითოეული ქართველისთვის“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.