ირაკლი ღარიბაშვილი: რა დროს მურმან დუმბაძეა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მურმან დუმბაძის გარიცხვას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“მე მგონი, სკოლაში მურმან დუმბაძეზე არ უნდა ვისაუბროთ. ეს არის ძალიან ბედნიერი დღე და მე მინდა სასწავლო წლის დაწყებაზე ვისაუბრო, რა დროს მურმან დუმბაძეა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. აღნიშნულის მიზეზად ღარიბაშვილმა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაასახელა. ღარიბაშვილის თქმით, დუმბაძე გაფრთხილებული იყო, თუმცა, ის აჭარის მთავრობის საქმიანობაში მაინც ერეოდა. გარდა ამისა, აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა დეპუტატმა – ალექსანდრე ჩიტიშვილმა, მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ საყვედური მიიღეს. საყვედურის მიზეზი პარტიასთან შეუთანხმებლად მათ მიერ აჭარის მთავრეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები