ეკონომიკური სენატის წევრი 10 ქართული კომპანია გახდება

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 10 ქართული კომპანია დღეს ეკონომიკური სენატის წევრი გახდება. აღნიშნული განცხადება მან ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე – “ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი” გააკეთა. მისივე თქმით, უმსხვილეს ბიზნესორგანიზაციასთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.
“ეს არის უმსხვილესი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც აწევრიანებს როგორც მსხვილ ევროპულ ბიზნესს, ასევე პოლიტიკოსებს; წარმოადგენს ბიზნესლობს, რომელიც ახორციელებს ევროპული ბიზნესის ინტერესებს სხვა ქვეყნებში, ასევე მათი წევრები სხვა ქვეყნებიდან ახორციელებენ ამ ქვეყნების ინტერესებს ევროკავშირის ბაზარსა და ევროკავშირში. დღეს ევროპული ეკონომიკური სენატის წევრი 10 ქართული კომპანია ხდება. ეს შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ბიზნესკლუბის მიერ და წარმოადგენს ხიდს ქართულ და ევროპულ ბიზნესს შორის. დღეს წარმოდგენილი იქნება ასევე, საინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში და მიწოდებული იქნება ევროპელი ინვესტორებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც იხსნება საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის, რათა უფრო გააღრმავონ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით საერთაშორისო ფორუმი – “ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი” გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები