კატო ლოლაძე – პირადი ჩანაწერები

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს, ყველა თავისი საქმით და ცხოვრებით არის დაკავებული. აქ საოცარი სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, სადაც ყველა მოქალაქის სახეზე ღიმილიან თვალებს დაინახავთ. შემთხვევით თუ მოგეცათ საშუალება და ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს – უბრალოდ კატო ლოლაძეს გაიცნობთ, ეს ყველაფერი უფრო მეტად ხალისიანი, მრავალფეროვანი და საინტერესოდ შინაარსიანი გახდება…
ეს არის ქალბატონი, რომლის ენერგია და შინაგანი მუხტი აუცილებლად გაგრძნობინებთ, რომ ცოცხალი ხართ, და რომ სიცოცხლე ბედნიერებაა, ყველა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეების თანხლებით…
ვარშავაში, ერთ პატარა ქუჩაზე პატარა ქართულ რესტორანს შეამჩნევთ. გარე აბრის დანახვისთანავე მიხვდებით, რომ ეს ჩვენებური, სულით და ხორცით ქართველის ხელით არის შექმნილი. გემოვნებას რომ თავი დავანებოთ, შესვლისთანავე იგრძნობთ ჩვენებურ ქართულ სურნელს და იმ ნოსტალგიას, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ საქართველოში დაბადებულს და კოდით ქართველს ჰქონდეს, სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს ის…
ეს გახლავთ ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა იცის, რადგან სტუმართმოყვარეობა მშობლიური ხალხის მიმართ კატოს გაორმაგებული ნოსტალგიური სიყვარული არავის ტოვებს სითბოს, ღიმილის და ბევრი ტკბილი მოგონების გარეშე… არ გეგონოთ, ეს იყოს ქალი, რომელსაც პრობლემა და ყოფითი საკითხები არ აწუხებს, პირიქით, ეს არის ადამიანი, რომლის მიღმა უამრავი საქმე, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები დგას. ალბათ, სიყვარულის გარდა, ის ძალა და დადებითი ენერგია თუ არ ექნა ადამიანს, ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ შეასრულებდა ისე, როგორც ამას კატო ლოლაძე ახერხებს…
საინფორმაციო პორტალ „კვირას” შემოქმედებით ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, ერთი დღის ნაცვლად მთელი კვირა მასთან ერთად გაეტარებინა. ეს იყო დაუვიწყარი დღეები, იმ ნამდვილი, კეთილი და სუფთა სულის ადამიანისგან ნაჩუქარი, რომლებიც ძალიან იშვიათად შეგხვდებათ, თუმცა, საბედნიეროდ, მაინც ხდება ხოლმე სასწაულები… უამრავი პროექტი, უამრავი ღონისძიება, შეხვედრა, სამომავლო გეგმები და ეს ყვეაფერი ერთი მიზნით – საქართველოს უკეთ გაცნობის და სამომავლოდ საინტერესო პროექტების გასახორციელებლად არის მიმართული….უსასრულოდ შეიძლება დაიწეროს ამ ქალბატონზე, როგორც არაჩვეულებრივ ადამიანზე, მზრუნველ დედაზე, საუკეთესო მეგობარზე და, რაც მთავარია, მომხიბვლელ ქალბატონზე, თუმცა ამჯერად მე მხოლოდ ამით შემოვიფარგლები და პირადი ჩანაწერებით გაგაცნობთ მას და მის კაშკაშა თვალებს, მომღიმარი გული რომ ანათებს…

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=y77liJRqiu0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები