დღე-ღამის განმავლობაში 65 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა

 გასული დღე-ღამის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით 65 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარება ძირითადად მოყინულ გზაზე მოცურებულ ავტომანქანებს დასჭირდათ.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაშავებულები არ არიან. არ დაზიანებულა არც ავტომანქანები, თუმცა მაშველებმა გზის სავალ ნაწილზე 22 მოცურებული ავტომობილი დააბრუნეს. სამაშველო ბრიგადების დამხმარება მოქალაქეებს ყინულის ლოლოების ჩამოყრის გამოც დასჭირდათ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები