„ორი რუსი ინსტრუქტორი მერაბიშვილის მძიმე ფანტაზიის ნაყოფია“

   საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციის კადრების გავრცელებას ეხმიანება. როგორც ხაბურძანიამ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, ორი რუსი ინსტრუქტორი მერაბიშვილის ფანტაზიიის ნაყოფია. ხაბურძანიას განცხადებით, მერაბიშვილს მოუწევს დაადასტუროს, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. მისივე თქმით, გვამებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
„ოპერაცია სამხედრო და სამართალდაცვის კუთხით, როგორც ჩანს, არ დაგეგმილა, სიტყვები, ქენით რამე, გაინძერით და მსგავსი, მაგას ადასტურებს. ის, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო, ეჭვს არ იწვევს, სამხედრო და სამართალდაცვითი კომპონენტი კი სრულიად ამოვარდნილი ჩანს და მთავარია ორი გვამი.
რაც შეეხება ორ რუსს ინსტრუქტორს და მათ გვამებს, ეს მერაბიშვილის მძიმე ფანტაზიის ნაყოფია, მეცოდება ის ხალხი, ვინც მასთან მუშაობდა. მერაბიშვილს მოუწევს დაადასტუროს, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და ამ დროს მისი ზეპირი განცხადება მტკიცებულებად არ უნდა ჩაითვალოს. ვანო მერაბიშვილმა დღეს კადრების რეალურობა დაადასტურა“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ იუთუბიზე გუშინ, გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები